Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კეიტა ბალდე იტალიაში დაბრუნდა

კეიტა ბალდე ცოტა ხნის წინ იტალიაში ჩაფრინდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და სამპდორიას რიგებს შეუერთდება.

ლაციოს და ინტერის ყოფილი ფორვარდი სამპდორიას 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, შემდგომში გამოსყიდვის სურვილის შემთხვევაში კი გენუელებს მონაკოსთვის 12 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

კეიტას სერია ა-ს 134 მატჩში 31 გოლი აქვს გატანილი.