Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კეიტა ბალდე სამპდორიას უახლოვდება

კეიტა ბალდე სერია ა-ში ბრუნდება. ლაციოს და ინტერის ყოფილი ფეხბურთელი ამჯერად სამპდორიას ღირსებას დაიცავს.

SportItalia-ს ინფორმაციით, კეიტა სამპდორიას იჯარის წესით შეუერთდება და გენუურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება 13 მილიონ ევროდ ექნება.

25 წლის ბალდე, რომელიც ლაციოს აკადემიის აღზრდილია და 2018-19 წლების სეზონში ინტერში იჯარის წესით თამაშობდა, მონაკოს 2017 წელს 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *