Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კერუბინიმ დიბალას კონტრაქტის სიტუაციაზე ისაუბრა

იუვენტუსი პაულო დიბალასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს და ამ საკითხზე კომენტარი ბიანკონერის სპორტულმა დირექტორმა ფედერიკო კერუბინიმ გააკეთა.

„ერთადერთი, რისი თქმაც ახლა დიბალას კონტრაქტის შესახებ შემიძლია არის ის, რომ მხარეებს შორის კარგი ურთიერთობა არსებობს და ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.

„ახლა გუნდს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, ამიტომ ამ საკითხის მოსაგვარებლად ცოტა მეტი დრო დაგვჭირდება, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი პოზიტიურად დასრულდება.“