Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კერუბინის შემდეგ, პროკურორებმა იუვეს გენერალური დირექტორიც დაკითხეს

იუვენტუსის წინააღმდეგ კაპიტალის უკანონოდ ზრდასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და პროკურატურა იუვენტუსსი მენეჯმენტის უმაღლეს წარმომადგენლებს გარკვეულ კითხვებს უსვამენ.

გუშინ პროკურატურამ გუნდის სპორტული დირექტორი ფედერიკო კერუბინი დაიბარა და მისი გამოკითხვა თითქმის 10 საათის განმავლობაში ხდებოდა, დღეს კი მათ გუნდის გენერალური დირექტორი მაურიციო არივაბენე გამოკითხეს.

არც ერთი მათგანი აღნიშნულ საქმეში ეჭვმიტანილი არ არის და ისინი უბრალოდ მოწმეების სტატუსით გამოიკითხნენ.