Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კერუბინი:“ რონალდუ იუვენტუსში დარჩება“

იუვენტუსის ახალმა დირექტორებმა არივაბენემ და კერუბინიმ, ანიელისთან და ნედვედთან ერთად, პრეს-კონფერენცია გამართეს და სხვადასხვა თემებზე ისაუბრეს, საიდანაც საინტერესო ფრაგმენტებს შემოგთავაზებთ.

გუნდის ახალმა სპორტულმა დირექტორმა ფედერიკო კერუბინიმ კომენტარი კრიშტიანუ რონალდუზე გააკეთა.

„ჩვენ რონალდუს სანაცვლოდ არანაირი წინადადება არ მიგვიღია და მის ტრანსფერთან დაკავშირებით არანაირი სიგნალი არ არსებობს.

„კრიშტიანუ დიდებული ფეხბურთელია, რაც მან გასულ სეზონშიც დაამტკიცა. შვებულების შემდეგ პორტუგალიელი იუვენტუსს დაუბრუნდება.“