Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კესი:“მილანმა უკეთ უნდა ითამაშოს“

ფრანკ კესის თქმით,მილანმა ლეჩესთან გაცილებით უკეთ უნდა ითამაშოს,ვიდრე იუვენტუსთან და სერია ა-ს პირველი შეხვედრა აუცილებლად უნდა მოიგოს.

მილანი ლეჩესთან შეხვედრას მომავალ კვირას გამართავს.

„რთული და დაძაბული შეხვედრა იქნება,ამიტომ იმაზე უკეთ უნდა ვითამაშოთ,ვიდრე ეს იუვენტუსთან თამაშის დროს გავაკეთეთ.

„ჩვენი მთავარი მიზანი ევროპულ ტურნირზე მოხვედრაა,რაც საკმაოდ რთული ამოცანაა.ჩვენ ყველა შეხვედრაში ქულების აღება მოგვიწევს,ყველა თამაში ისე უნდა ვითამაშოთ,თითქოს ფინალი იყოს.

„ამდენი ხნის განმავლობაში უსაქმოდ ყოფნა ადვილი ნამდვილად არ იყო,ახლა კი მონდომებულები ვართ და მოედანზე დაბრუნება გვინდა.მაყურებლების გარეშე თამაში უცნაურია,თუმცა ადამიანის ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

კესის მილანიდან წასვლის შესახებ ბევრი იწერება და ფეხბურთელმა ამაზეც გააკეთა კომენტარი.

„მე მილანში უკვე 3 წელია ვარ და აქ თავს ისე ვგრძნობ,როგორც საკუთარ სახლში.როსონერის რიგებში ყოფნა სიამოვნებას მანიჭებს და ჩვენ ყველაფერი უნდა ვქნათ,რომ მილანი საუკეთესო გუნდებში დავაბრუნოთ.

კესიმ რამდენიმე სიტყვა ჯენარო გატუზოზეც თქვა,რომელმაც Coppa Italia-ს მოგება ნაპოლის მთავარი მწვრთნელის ამპლუაში მოახერხა.

„ძალიან ბედნიერი ვარ,რომ ამხელა დანაკარგის შემდეგ,ოდნავი სიხარული იგრძნო,ჯენარო კარგი მწვრთნელი და არაჩვეულებრივი ადამიანია.“

შეგახსენებთ,რომ რამდენიმე კვირის წინ გატუზოს და გარდაიცვალა.

Leave a Reply

Your email address will not be published.