Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კესიმ მილანს საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ აცნობა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფრანკ კესის საგა დასასრულს უახლოვდება და უკვე ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ის სეზონის ბოლოს როსონერის რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

Calciomercato-ს ინფორამციით, კესიმ, რომელმაც გასულ ტურში მილანის მაისურით მე-200 მატჩი ჩაატარა, მილანის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ თუ გუნდი მას გაუმჯობესებულ პირობებს არ შესთავაზებს, ის ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.

იტალიურ მედიაში იწერება, რომ როსონერი კესის წლიური გასამრჯელოს სახით 6,5 მილიონ ევროს სთავაზობს, კოტ-დიუვარელი ფეხბურთელი კი 8.5-9 მილიონ ევროს ითხოვს და სხვა წყაროებთან ერთად ჯანლუკა დი მარციომაც დაადასტურა, რომ რამდენიმე კვირაა მოლაპარაკებები მხარეებს შრის ჩიხშია შესული და არანაირი პროგრესი არ შეიმჩნევა…