Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კესიმ მოთხოვნილი თანხა შეამცირა, თუმცა…

მილანი რომანიოლისთან და კესისთან, რომლებსაც მიმდინარე კონტრაქტები სეზონის ბოლოს ეწურებათ, ახალი ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს და თუ რომანიოლისთან მიმართებაში სიტუაცია პოზიტიურად ვითარდება, კესის გუნდიდან წასვლის შანსები დღითი დღე მატულობს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, კოტ-დიუვარელმა ფეხბურთელმა თავდაპირველად მოთხოვნილი ხელფასი – 9 მილიონი ევრო შეამცირა და მზად არის მილანში წლიურად 8 მილიონის სანაცვლოდ დარჩეს, თუმცა ეს თანხა მაინც იმაზე გაცილებით მეტია, რასაც როსონერი სთავაზობს.

წყაროს ცნობით, მილანი კესის 6 მილიონს სთავაზობს, რასაც ბონუსების სახით 0.5 მილიონი დაემატება, თუმცა აღნიშნული წინადადება კოტ-დიუვარელისთვის მიუღებელია და ბოლო თვეებია მოლაპარაკებებში პროგრესი არ შეიმჩნევა…