Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კესის აგენტების ულტიმატუმი მილანს

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო პელეგატიმ ფრანკ კესის კონტრაქტთან დაკავშირებულ სირთულეებზე ისაუბრა.

როსონერის ნახევარმცველს გუნდთან მიმდინარე ხელშეკრულება 2022 წელს ეწურება და ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ, ის ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას ითხოვს.

„მილანსა და კესის წარმომადგენლებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, თუმცა კვლავ უშედეგოდ დასრულდა.

„როსონერი კესის ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ 3.5 მილიონს სთავაზობს, რაზეც მათ კატეგორიული უარი მიიღეს. აგენტებმა განუცხადეს, რომ 5.5-6 მილიონზე ნაკლებ შემოთავაზებას არც კი განიხილავენ და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაურეკონ, თუ ამ თანხის გადახდას დათანხმდებიან.

„ვფიქრობ, რომ მილანს კესის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს, რადგან ჩალჰანოღლუს და დონარუმას უფასოდ დაკარგვის შემდეგ, კესის დაკარგვა როგორც სპორტულ, ასევე ეკონომიკურ ზარალს გამოიწვევს და Elliott-ის იმიჯს დააზარალებს.

„კესი მილანის ამბიციური პროექტის სახე გახდა და მისი გაშვება გუნდს კარგს არაფერს მოუტანს.“