Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კესის აგენტი იტალიაშია…

Tuttomercato-ს ინფორმაციით, კესის აგენტი ჯორჯ ატანგანა იტალიაში იმყოფება და უახლოეს დღეებში ის Casa Milan-ს ეწვევა, სადაც მხარეები კოტ-დიუვარელი ფეხბურთელის კონტრაქტზე მოლაპარაკებებს განაახლებენ.

კესის მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება და მისი აგენტი ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს იხდის. როსონერის თავიდან ამ თანხის გადახდა არ სურდა და მას 4 მილიონს სთავაზობდა, მაგრამ მალდინიმ დათმობაზე წასვლა გადაწყვიტა და მზად არის ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ ფრანკს 5.5 მილიონი შესთავაზოს, რასაც ბონუსების სახით კიდევ 500,000 დაემატება და ფეხბურთელის მოთხოვნილ 6 მილიონზე ავა.

წყაროს ცნობით, მის აგენტს კონტრაქტში ბონუსების ჩადება არ სურს და 6 მილიონის მიღება გარანტირებულად სურს, მაგრამ მხარეებს შორის პოზიტიური განწყობის გამო ეს დაბრკოლება მარტივად გადაილახება და კესის მილანში დარჩება ფაქტობრივად გადაწყვეტილია.