Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კესის აგენტმა ფეხბურთელის კონტრაქტზე კომენტარი გააკეთა

მილანი ფრანკ კესისთან ახალი კონტრაქტის შესახებ შეთანხმებას კვლავ ვერ ახერხებს და შანსი იმისა, რომ დონარუმა-ჩალჰანოღლუს დუეტის შემდეგ როსონერიმ უფასოდ კიდევ ერთი მნიშნელოვანი ფეხბურთელი დაკარგოს, საგრძნობლად იზრდება.

კესის მიმდინარე ხელშეკრულება გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და მილანის შეთავაზებულ და მის მიერ მოთხოვნილ ხელფასს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა.

ამ საკითხზე კომენტარი კესის აგენტმა გააკეთა, რომელიც გუშინ ატალანტა – მილანის მატჩს დაესწრო.

„კესის აგენტი ? ჩვენ გუნდის მენეჯმენტის მოლოდინში ვართ, ეს კითხვა მათ დაუსვით.“

წყაროების ინფორმაციით, მილანი კესის სეზონში 6.5 მილიონს სთავაზობს და წინადადების გაუმჯობესებას არ აპირებს, კოტ-დიუვარელი კი გარანტირებულ 8 მილიონს და ბონუსებს ითხოვს…