Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კესის გაფორმება რეალსაც სურს

ესპანური მედიის ინფორმაციით, ფრანკ კესის უფასოდ გაფორმება მადრიდის რეალსაც სურს და ბლანკოსი ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

კესის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან სეზონის ბოლოს იწურება და მხარეებს შრის მოლაპარაკებები ფინანსური ასპექტების გამო ჩიხშია შესული, ამიტომ ის დიდი ალბათობით როსონერის რიგებს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

Todofichajes-ის ინფორმაციით, მადრიდის რეალს კოტ-დიუვარელ ფეხბურთელთან პრე-კონტრაქტის გაფორმება ზამთარშივე სურს, ამიტომ მილანს 24 წლის ნახევარმცველის დასარწმუნებლად კიდევ უფრო ნაკლები დრო აქვს…