Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კესის მილანიდან უფასოდ წასვლის შანსები იზრდება…

სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, ახლა მილანს შეუძლია მთელი ყურადღება ფრანკ კესის კონტრაქტზე გადაიტანოს, მაგრამ იტალიური მედიის ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებებში პროგრესი არ შეინიშნება.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, კესი ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ წლიურად ფიქსირებულ 7 მილიონს ითხოვს, რასაც ბონუსების სახით 1.5 მილიონი დაემატება და საერთო ჯამში მისი გასამრჯელო 8.5 მილიონამდე გაიზრდება, მილანი კი 5.5 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს და სხვაობა მათ შორის საკმაოდ დიდია.

წყაროს ცნობით, კესის აგენტმა ჯორჯე ატანგანამ არაერთი გრანდისგან მილანზე გაცილებით უკეთესი წინადადება მიიღო და თუ როსონერი შეთავაზებას არ გააუმჯობესებს, შანსი იმისა, რომ კესიმ მიმდინარე სეზონის ბოლოს მილანი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს, საკმაოდ დიდია…