Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კესის მილანში დარჩენა სურს, თუმცა…

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ფრანკ კესის მილანში დარჩენა უნდა, თუმცა მის აგენტს ჯორჯ ატანგანას სხვა გეგმები აქვს.

კესის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან სეზონის ბოლოს იწურება და ფინანსური საკითხების გამო მხარეებს შორის ჯერჯერობით ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ თანხმდება.

რუდი გალეტის ინფორმაციით, კესი მზად არის მილანის შეთავაზებული წინადადება მიიღოს და სეზონში 6.5 მილიონს დათანხმდეს, თუმცა ფეხბურთელის აგენტი დარწმუნბულია, რომ თუ ის როსოენრის რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, სხვა გრანდში მას გაცილებით მეტ ხელფასს გადაუხდიან.

წყაროს ცნობით, კესის, რომელიც ატლეტიკოსთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მილანმა დრო საბოლოო პასუხის გასაცემად თებერვლის ბოლომდე მისცა, რის შემდეგაც როსონერი მისი შემცვლელის ძებნას აქტიურად შეუდგება…