Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კესის მილანში დარჩენის შანსი იზრდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, შანსი იმისა, რომ მილანის ნახევარმცველი ფრანკ კესი გუნდში დარჩეს, ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორამციით, კოტ-დიუვარელ ფეხბურთელს სხვა გუნდებისგან მილანზე უკეთესი პირობები არ მიუღია და არ არის გამორიცხული, რომ აფრიკის თასის დასრულების შემდეგ მან გუნდთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.

შეგახსენებთ, რომ კესის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან სეზონის ბოლოს იწურება და როსონერი ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ მას წლიურად 6.5 მილიონს სთავაზობს.