კესის მსურველთა რიცხვი იზრდება…
რამდენიმე საათის წინ იტალიურ მედიაში ფრანკ კესის მიმართ ინტერის ინტერესზე გაჩნდა ინფორმაცია, თუმცა ნერაძურის ტოტენჰემის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.
24 წლის კოტ-დიუვარელ ფეხბურთელს მილანთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და იმის მიუხედავად, რომ მხარეებს თანამშრომლობის გაგრძელება სურთ, ახალ ხელშეკრულებაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.
მილანი სახელფასო ხარჯების მაქსიმალურად შემცირებას ცდილობს და ამ მიზეზით თავისუფალი აგენტის სტატუსით ჰაკან ჩალჰანოღლუ და ჯიჯო დონარუმა გუნდიდან უკვე გაუშვა, წინ კი მალდინი-მასარას დუეტს კიდევ ერთი ურთულესი მოლაპარაკებები ელოდებათ.
კესის ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ სეზონში 6 მილიონის მიღება სურს, მილანი კი ჯერჯერობით 4-ზე მეტის შეთავაზებას არ აპირებს. მოლაპარაკებებს ისიც ახერხებს, რომ კოტ-დიუვარელი ფეხბურთელი 2021 წლის ოლიმპიადაზე ითამაშებს და როსონერის მასთან ახალი კონტრაქტის განსახილველად სეზონის სტარტამდე უფრო ცოტა დრო დარჩება.
Tuttomercato-ს ცნობით, ტოტენჰემის ახალ სპორტულ დირექტორს ფაბიო პარატიჩის კესის შესაძლებლობები კარგად მოეხსენება და ინგლისელებს იმის რესურსი ნამდვილად აქვთ, რომ კესის მილანზე გაცილებით მეტი ხელფასი შესთავაზონ…