Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კესის შესანიშნავი მაჩვენებლები…

ფრანკ კესი მილანის წარმატებული სეზონის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია, რაც მის საბოლოო სტატისტიკაზე აისახა კიდეც და ის ნახევარმცველებში 3 უმნიშვნელოვანეს სტატისტიკას ლიდერობს.

კესიმ სეზონი 13 გოლით დაასრულა, რაც სერია ა-ში ნახევარმცველებს შორის ყველაზე კარგი შედეგია. ფრანკის გაკეთებული გრძელი გადაცემების 92.7 პროცენტი ზუსტი გამოდგა, რაც ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ბოლოს, მან პასების და კარში დარტყმების დაბლოკვა საერთო ჯამში 75-ჯერ მოახერხა, რითიც ასევე ლიდერია.

კოიტ-დიუვარელ ფეხბურთელს მილანთან კონტრაქტი მომდევნ სეზონის ბოლოს ეწურება და მის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაზრდილია, თუმცა როსონერი ფეხბურთელთან ახალ კონტრაქტზე უკვე მუშაობს და მის სანაცვლოდ მიღებულ წინადადებებს არც კი განიხილავს.