Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კესი ახალ გუნდს უკვე შეუთანხმდა ?

მილანი ფრანკ კესისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას კვლავ ვერ ახერხებს და რამდენიმე სანდო წყაროს ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ერთ ადგილზეა გაჩერებული.

კესი ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ ხელფასის გაზრდას 8 მილიონამდე ითხოვს, მილანი კი 6.5 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს და როგორც ჩანს, მისი გუნდიდან წასვლა უკვე გარდაუვალია.

გამოცემა TopCalcio24-ის ჟურნალისტის დავიდე რუსო დე კერამეს ინფორმაციით, კესის აგენტსა და პსჟ-ს შორის კონტრაქტის ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია და კოტ-დიუვარელი ფეხბურთელი პარიზულ გუნდთან კონტრაქტს 1 თებერვალს გააფორმებს, ზაფხულში კი მათ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება…