Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კესი იბრას იდენტურ ხელფასს ითხოვს…

მილანი ფრანკ კესისთან ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს, თუმცა როსონერის საკმაოდ რთული სამუშაო ელოდება.

კესის მიმდინარე ხელშეკრულება მილანთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება და იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ კოტ-დიუვარელი ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ სეზონში 6 მილიონს ითხოვდა, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კესის ზლატანის იდენტური ხელფასის – დაახლოებით 7 მილიონი ევროს მიღება სურს.

წყაროს ცნობით, მილანი კესის უფასოდ დაკარგვას არ აპირებს და კონტრაქტს მინიმუმ 2024 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივებს, თუცმა ფინანსურ ასპექტზე მხარეებს კვლავ მუშაობა მოუწევთ.