კესი:“ იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ დასრულებული ჯერ არაფერია“
ფრანკ კესიმ Sky Sport-თან ინტერთან მარცხის შესახებ ისაუბრა.
მატჩის მიმოხილვა იხილეთ აქ.
„ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა მომდევნო მატჩებზე ფიქრი უკვე დავიწყეთ და ვიცით, რომ გუნდი სეზონის სტარტზე გაცილებით კარგ ფორმაში იყო და მის დასაბრუნებლად ძალიან ბევრს ვიმუშავებთ.
„მწვრთნელი და სტაფი ინტერთან მატჩს გააანალიზებს და ჩვენს შეცდომებს მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებთ.
„ძალიან სამწუხაროა, რომ გულშემატკივრების იმედები ვერ გავამართლეთ, თუმცა გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ფორმა მაქსიმალურად სწრაფად დაიბრუნოს.
„რა გვითხრა იბრამ მატჩის შემდეგ ? მან თქვა, რომ ფეხბურთი სწორედ ეს არის. როდესაც აგებ გტკივა, მაგრამ თავი მაღლა უნდა ასწიო და ძლიერი იყო. წინ ბევრი მატჩი გველოდება და ჯერ დასრულებული არაფერია…“