Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კესი იუვენტუსსაც მოუნდა ?

იტალიური წყაროების ცნობით, კესისთვის ტრანსფერში შესაძლოა ტურინის იუვენტუსიც ჩაერთოს.

მილანი კესის ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება და სავარაუდოდ ის გუნდს სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

კესის ევროპაში არაერთი გრანდი ეპატიჟება და La Repubblica-ს ცნობით, მას მსურველები არც იტალიაში აკლია.

წყაროს ცნობით, ინტერის შემდეგ, კესის უფასოდ დამატების სურვილი იუვენტუსმაც გამოთქვა, რომლისთვისაც პრიორიტეტული სამიზნე კვლავ პოლ პოგბაა, თუმცა მისი ვერგაფორმების შემთხვევაში კესის დამატებას შეეცდებიან.