Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კესი იუნჰუნ ლის მიერ გაფორმებული ფეხბურთელებიდან ბოლო წარმომადგნელია

ანდრეა კონტის მილანიდან წასვლის შემდეგ, რომელიც კარიერას სამპდორიაში გააგრძელებს, ფრანკ კესი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც როსონერიმ იუნჰუნ ლის ხელმძღვანელობის პერიოდში გაიფორმა.

როსონერიმ ჩინელი მფლობელების პერიოდში 13 ფეხბურთელი შეიძინა, საერთო ჯამში 240 მილიონი ევრო დახარჯა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმედების გამართლება მათგან რამდენიმემ თუ მოახერხა.

ფრანკ კესის კონტრაქტზე შექმნილი პრობლემის გათვასლიწინებით, შესაძლოა სეზონის ბოლოს ამ სიიდან როსონერის რიგებში არავინ დარჩეს…