Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კესი მილანთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გაახანგრძლივებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფრანკ კესი, რომელიც ოლიმპიადაზე მონაწილეობის გამო გუდნთან ერთად ჯერაც არ ვარჯიშობს, მილანს უახლოეს დღეებში შეუერთდება და ის ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

კესის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და მხარეებს თანამშრომლობის გაგრძელება სურთ, მაგრამ ფინანსური საკითხების გამო შეთანხმებას ვერ ახერხებდნენ.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კესის აგენტი სეზონში 7 მილიონს ითხოვდა, თუმცა მილანი 23 წლის ფეხბურთელს 6 მილიონ ევროს დაბონუსებს შესთავაზებს, რაზეც ფრანკი თანხმობას განაცხადებს და ის გუნდში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.

კესიმ მილანის რიგებში 184 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 30 გოლი გაიტანა.