Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კესი:“ მილანის მაისური შენი სხეულის ნაწილი ხდება“

ფრანკ კესიმ BBC Sport Africa-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა და მილანის საჩემპიონო შანსები შეაფასა.

„სკუდეტო ? მილანს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენს თავებს ლიმიტებს არ ვუწესებთ. გუნდი განვითარების სწორ გზაზე დგას და გვსურს, რომ ასე გავაგრძელოთ.

„გუნდში ძალიან დიდი ენთუზიაზმი სუფევს და გვსურს, რომ სეზონის ბოლომდე თითოეულ შეხვედრაში ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ.

„მილანის დატოვება ? ამაზე არასოდეს მიფიქრია. ეს მაისური ჩემთვის მეორე კანივით გახდა და მე და ჩემს ოჯახს სიამაყის საფუძველს გვაძლევს.

„პიოლი ? მან იცის, თუ როგორ უხელმძღვანელოს გუნდს და თითოეულ ფეხბურთელს თავი პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად აგრძნობინოს.

„თავიდან ჩვენ ერთმანეთს კარგად ვერ ვუგებდით, თუმცა შემდეგ მივხვდი, თუ რა სურდა მას ჩემგან და საბედნიეროდ ყველაფერი შესანიშნავად მიდის.

„დერბი ? შესანიშნავი გრძნობა იყო. მატჩამდე ჩვენი ავტობუსი ათასობით მილანის გულშემატკივარმა მიაცილა სტადიონამდე, რაც მათი სიყვარულის დემონსტრაცია იყო, ჩვენთვის კი დამატებითი ენერგიის და მოტივაციის წყარო.

„უკვე შეიძლება ითქვას, რომ ამ გუნდის ვეტერანი ვარ და უფრო ახალგაზრდა და ახლად მოსულ წევრებს მაგალითი უნდა მივცე. ამ მაისურის ტარება დიდ პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც არის. ჩვენ მოედანზე მილიონობით გულშემატკივარის ინტერესებს ვიცავთ და ვმუშაობთ, რომ როსონერი იქ დავაბრუნოთ, სადაც მისი ადგილია.“