Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კესი:“ მილანი არასოდეს ნებდება“

პარმასთან მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ 2 – 2 დასრულდა, ფრანკ კესიმ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ კმაყოფილები არ ვართ, რადგან გამარჯვება გვსურდა და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლეთ.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ არ წაგვეგო, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ იყო და საბედნიეროდ გუნდმა კარგი რეაგირება მოახდინა და ქულა გადავარჩინეთ.

„კარგია, რომ არასოდეს ვნებდებით და გათანაბრების შემდეგ გამარჯვებაზე დავიწყეთ ფიქრი, თუმცა სამწუხაროდ დრო არ გვეყო.“

კესიმ მილანური კარიერა არც თუ ისე წარმატებულად დაიწყო და მას გუნდიდან წასვლას ვარაუდობდნენ, თუმცა პიოლის მილანში მისვლის შემდეგ ის როსონერის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

„გუნდში ახალი მწვრთნელი და ფეხბურთელები მოვიდნენ. მწვრთნელმა ჩვენ ერთ მუჭად შეგვკრა. მე წასვლა არასოდეს მსურდა და არავის უთქვია, რომ მე გუნდი უნდა დამეტოვებინა. მე აქ ვარ, წასვლას არ ვაპირებ და მსურს, რომ მილანთან ერთად რაიმე მნიშვნელოვანი მოვიგო.“