Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კესი:“ მილანში კარიერის ბოლომდე დარჩენა მსურს“

ფრანკ კესის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და რამდენიმე წყარომ კოტ-დიუვარელი ფეხბურთელის შესაძლო წასვლის შესახებ არაერთხელ დაწერა, თუმცა როგორც ჩანს როსონერის ერთ-ერთი ლიდერი გუნდის ერთგულია და ახალი კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ დროის საკითხია.

„მე ამაყი ვარ, რომ მილანი ავირჩიე და ჩემი სურვილი გუნდის დატოვება არ არის. ჩემი ნება რომ იყოს, მე მილანში კარიერის ბოლომდე დავრჩებოდი. ახლა მე ოლიმპიადაზე ვარ გადართული, მაგრამ როდესაც იტალიაში დავბრუნდები ყველა პრობლემა მოგვარდება. მე მხოლოდ მილანში მსურს და მალდინი-მასარამ ეს კარგად იციან. მე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც ულტრასები ‘ერთი პრეზიდენტი, ჩვენ მხოლოდ ერთი პრეზიდენტი გვყავს’-ს მღერიან. მე მილანში კარიერის ბოლომდე მსურს ყოფნა.“

ინგლისურ მედიაში კესის მიმართ ლივერპულის ინტერესზეც ისაუბრეს და ინგლისელები ფრანკს ხელფასის გაოთხმაგებასაც პირდებიან, მაგრამ როგორც ჩანს მათ კოტ-დიუვარელის ალტერნატივების ძებნა მოუწევთ.