Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კესი ტოტენჰემთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მილანის ნახევარმცველი ფრანკ კესი ტოტენჰემთან კონტრაქტის თაობაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

კესისა და მილანს შორის ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ თანხმდება და შანსი იმისა, რომ ის გუნდს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ძალიან დიდია.

გამოცემა The Express-ის ცნობით, კესის მიმართ ინტერესი არაერთმა გრანდმა გამოთქვა, თუმცა ფავორიტი სწორედ ტოტენჰემი მოიაზრება.