Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კესი:“ ჩვენ ყველას უნდა დავანახოთ, რომ მილანი არასოდეს ნებდება“

ფრანკ კესიმ ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ გამარჯვების გამო ძალიან ბედნიერები ვართ. გასულ წელს თითოეული ჩვენგანი მილანის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე ოცნებობდა, ახლა კი გვაქვს ყველას დავუმტკიცოთ, რომ მილანი არ ნებდება და ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში შეგვიძლია.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ მწვრთნელის მითითებები ზედმიწევნით კარგად შევასრულოთ. Milanello-ზე გუნდი სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის ემზადება და ვფიქრობ, რომ მილანის პროგრესი აშკარაა.

„ატლეტიკო ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ყოველ წელს ასპარეზობს, ჩვენ კი დიდხნიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდით, მაგრამ ჩვენი ხასიათის, ძლიერი მენტალიტეტის და გუნდურობის წყალობით ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება შევძელით.

„ლივერპულთან მატჩი ? ჩვენ ჩვენი შესანიშნავი ქომაგების იმედი გვაქვს, რომლებიც ყოველთვის მხარში გვიდგანან და მათი მუხტი სან სიროზე გადამწყვეტი იქნება.“