Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კვარაცხელიას აგენტმა ხვიჩას მიმართ ტოტენჰემის და იუვენტუსის ინტერესი დაადასტურა

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა დაადასტურა, რომ ჩვენებურს რუბინის დატოვება სურს და სავარაუდოდ კარიერას ევროპის ერთ-ერთ გრანდში გააგრძელებს.

„რუბინის პრეზიდენტთან შეხვედრა 12 აგვისტოს გვაქვს და 85-90 პროცენტით შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩა გუნდს შეიცვლის და კარიერას ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი დონის გუნდში გააგრძელებს.

„ვადასტურებ, რომ ტოტენჰემიდან და იუვენტუსიდან ხვიჩას მიმართ ინტერესი არსებობს, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტულად რაიმეს თქმა ადრეა.“

კვარაცხელიას მილანსაც უკავშირებდნენ, თუმცა მისი მაღალი სატრანსფერო ფასის გამო როსონერი ხვიჩას ტრანსფერს სავარაუდოდ ვერ მოახერხებს.