Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კვარაცხელიას მილანში ტრანსფერზე სიახლე არაფერია…

2 დღის წინ რუსულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ კახი კალაძეს შუამავლობით ხვიჩა კვარაცხელიას მილანში ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო და ამ სიახლემ როგორც ქართული, ასევე იტალიური სპორტული სიახლეები დაიბყრო, თუმცა მას შემდეგ ამ თემაზე არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანი ხვიჩას სიტუაციას მართლაც აკვირდება, თუმცა როსონერის ჯერჯერობით მის გასაფორმებლად არანაირი კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს და ამ ეტაპისთვის გუნდისთვის ჩვენებურის ტრანსფერზე მუშაობა პრიორიტეტული არ არის.