Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კვარა გამოჯანმრთელდა და რომასთან მატჩისთვის მზად არის

იტალიური მედიის ცნობით, ნაპოლის ქართველმა ვინგერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და ის სერია ა-ს მომდევნო ტურისთვის ლუჩიანო სპალეტის განკარგულებაში იქნება.

21 წლის ტალანტმა გრიპის სიმპტომების გამო ნაპოლის დახმარება გასულ 2 მატჩში ვერ შეძლო, თუმცა ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, მან ვარჯიში განაახლა და სესიის ნაწილი გუნდთან ერთად ჩაატარა, ხვალიდან კი ის სრული დატვირთვით ვარჯიშს დაიწყებს.

ნაპოლის მომდევნო მეტოქე სერია ა-ში რომა გახლავთ, შეხვედრა მარადონას სახელობის სტადიონზე, 29 იანვარს გაიმართება.