Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიაერისთვის სეზონი დასრულდა ?

Corriere della Sera-ს შემდეგ, ვარაუდი იმის შესახებ, რომ სიმონ კიაერისთვის სეზონი დასრულდა Gazzetta dello Sport-მაც გამოთქვა

დანიელმა ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა ჯენოასთან მატჩის საწყის წუთებში მიიღო და როგორც შემდგომში გაირკვა, მას მუხლზე ოპერაცია სჭირდება. ჯერჯერობით მილანს მისი ტრავმის სირთულეზე ან მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ წყაროების ცნობით, 32 წლის უკანახაზელს მოედანზე დასაბრუნებლად 6 თვე დასჭირდება.

როსონერი ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ოპერაციის გაკეთების შემდეგ გააკეთებს, რომელსაც დაუყოვნებლივ გაგაცნობთ.