Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიაერისთვის სეზონი დასრულდა…

მილანმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ სიმონ კიაერმა მარცხენა მუხლის მყესზე ართროსკოპია ჩაიტარა და მას მინიმუმ 6 თვე გაუცდება.

სიმონმა დაზიანება ჯენოასთან მატჩის საწყის წუთებში მიიღო და თავიდან ვარაუდობდნენ, რომ მას 3-4 კვირა გაუცდებოდა, თუმცა როგორც ჩანს დაზიანება იმაზე სერიოზული გამოდგა, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ.

32 წლის ფეხბურთელი მილანის დაცვაში ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურა იყო და სავარაუდოდ გუნდის ხელმძღვანელობას ზამთარში ახალი მცველის გაფორმება მოუწევს.