Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიაერის ტრავმამ მილანის სატრანსფერო გეგმები შეცვალა

ჯენოასთან მატჩის სტარტზე სიმონ კიაერს მოედნის დატოვება ტრავმის გამო მოუწია და ის დღეს სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად ყავარჯნებით გამოჩნდა (იხილეთ აქ), ამიტომ როგორც ჩანს მისი ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და იტალიური წყაროების ცნობით, ამან როსონერის სატრანსფერო გეგმები შეცვალა.

Calciomercato-ს ცნობით, თუ მილანის მიზანი ზამთარში მარჯვენა ვინგერის გაფორმება იყო, კიაერის დაშავების შემდეგ როსონერის პრიორიტეტი ცენტრალური მცველის გაფორმება იქნება.

წყაროს ინფორმაციით, მასარა-მალდინის დუეტის ფავორიტი კანდიდატი ტორინოს 24 წლის მცველი ბრემერი გახლავთ, რომელიც უკვე დიდი ხანია როსონერის რადარზე იმყოფება.

UPDATE: კიაერს ოპერაცია ხვალ ჩაუტარდება (იხილეთ აქ).