Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიაერი:“ არ არსებობს გუნდი, რომლის გამოც მილანს დავტოვებდი“

სიმონ კიაერმა, რომელიც მილანში მისვლის დღიდან გუნდის მნიშვნელოვანი წევრი და ძირითადი თერთმეტეულის უცვლელი ფეხბურთელი გახდა, როსონერის რიგებში კარიერის დასრულების სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„მილანის რიგებში ყოფნას არაფერზე არ გავცვლიდი. მე ბედნიერი ვარ იმ როლით, რაც გუნდში მაქვს, იმ ნდობით, რომელიც გუნდელები და მწვრთნელი მიცხადებენ, ეს ყველაფერი მე მაბედნიერებს, ეს თითქმის იგივეა, რა მოვალეობაც მე ნაკრებში ამქვს.

„წლების განმავლობაში, მე მილანში მოხვედრას ვცდილობდი. როსონერის უამრავი რამ აქვს, რაც მას საოცნებო გუნდად აქცევს. მე ვცხოვრობ ქალაქში, სადაც ჩემი შვილები და ცოლი ბედნიერები არიან, არ არსებობს გუნდი, რომლის გამოც როსონერის რიგებს დავტოვებდი.

„კონტრაქტის გახანგრძლივებამ მე ახალი სტატუსი მომცა, რითიც ძალიან ვამაყობ. მილანი გარკვეული ასაკის შემდეგ ფეხბურთელებს 1 წელზე მეტს კონტრაქტს არ უხანგრძლივებს, მაგრამ მათ მე 2-წლიანი ხელშეკრულება გაფირომეს, რაც მათ ნდობას ჩემს მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატავს. ერთადერთი, რასაც ჩემს კარიერაში შევცვლიდი არის ის, რომ მილანში 15 წლის წინ მოვიდოდი და მთელს კარიერას აქ გავატარებდი.

„დავასრულებ თუ არა იტალიაში კარიერას ? შესაძლოა ეს მილანის რიგებში მოხდეს.“