Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიაერი – ახალი კონტრაქტი და კაპიტნის სამკლაური…

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი სიმონ კიაერთან მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადება და დანიელი ფეხბურთელი როსონერის რიგებში ამ სეზონის შემდეგაც დარჩება.

კიაერის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან 2022 წლის ზაფხულში იწურება, მაგრამ სიმონი მილანში მისვლის დღიდან გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელად იქცა და Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, როსონერიმ მისი შენარჩუნების გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

წყაროს ცნობით, მილანი კიაერს კონტრაქტის 2024 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებას შესთავზებს, მისი ხელფასი კი 1.2 მილიონიდან 1.5 მილიონამდე გაიზრდება, ალესიო რომანიოლის სიტუაციიდან გამომდინარე კი, რომელსაც კიაერის მსგავსად გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და შანსი იმისა, რომ მან როსონერი დატოვოს, საკმაოდ დიდია, კიაერი შესაძლოა გუნდის შემდეგი კაპიტანი გახდეს.