Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიაერი:“ დაუღალავად ვმუშაობ, რომ მინდორზე მაქსიმალურად მოკლე დროში დავბრუნდე“

მილანის უკანახაზელმა სიმონ კიაერმა Milan TV-სთან საინტერესო თემებზე საუბრა.

„ტრავმა ? სამწუხაროდ მე მძიმე დაზიანება მივიღე, რომლის მოსარჩენადაც დრო და მოთმინებაა საჭირო. პირველი 2-3 კვირა ძალიან რთული იყო, მე თითქმის ვერ დავდიოდი, თუმცა ამის მიუხედავად ახლა თავს კარგად ვგრძნობ.

„მე არ ვარ ადამიანი, რომელიც სოციალურ ქსელებს ხშირად იყენებს, ამიტომ მინდა შემთხვევით ვისარგებლო და თითოეულ ადამიანს, რომელმაც გამამხნევებელი მესიჯი გამომიგზავნა, მადლობა გადავუხადო. მე მხარდაჭერა ინტერისგანაც კი მივიღე და დასაფასებელია, რომ შენი მეტოქეც კი გვერდში გიდგას.

„გუნდი ახლა რთულ სიტუაციაშია, ჩვენ ბევრ ასპექტში მოსამატებელი გვაქვს, თუმცა გუნდის ხარისხი და გამარჯვების სურვილი არსად გამქრალა და დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები ამ რთულ მომენტს მალე დაძლევენ. ახლა წლის დარჩენილ მატჩში 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ, ახალი წლიდან კი მოედანზე უფრო მოტივირებულები დავბრუნდეთ.

„2021 წელი ? ამ წელს ძალიან ბევრი რამ მოხდა: ერიქსენის სიტუაცია, ნომინაცია ოქროს ბურთზე, კარიერაში პირველი სერიოზული ტრავმა. რა თქმა უნდა, უკანასკნელი მათგანი ყველაზე ნაკლებად მსურდა, მაგრამ ეს მოხდა და ახლა მე მაქვს ბევრი დრო, რომ სხვა ასეპქტებში მოვუმატო. ჩემი მიზანია მოედანს მაქსიმალურად მოკლე დროში დავუბრუნდე და თანაგუნდელების დახმარება შევძლო.

„დღეში 6-8 საათს ვვარჯიშობ, რაც უფრო მეტს ვმუშაობ, თავს უეკთესად ვგრძნობ. იმედია მე მოედანს მიღმა ყოფნა ძალიან დიდი ხნით არ მომიწევს.“