Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიაერი:“ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს…“

მილანის ცენტრალურმა მცველმა სიმონ კიაერმა, რომელმაც მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ის მიმდინარე სეზონში გუნდს ვეღარ დაეხმარება, სოციალური ქსელის მეშვეობით პირველი კომენტარი გააკეთა.

„ძალიან დიდ მადლობას გიხდით იმ მხარდაჭერისა და მესიჯების გამო, რომლებიც მე მივიღე. წინ ძალიან რთული სამუშაო მელოდება, რომელსაც მოუთმენლად ველოდები. Sempre Milan!”