Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიაერი:“ ერიქსენი თავის პოზიციაზე საუკეთესოა“

მილანის ცენტრალური მცველის, სიმონ კიაერის აზრით, ნაკრების თანაგუნდელი კრისტიან ერიქსენი თავის პოზიციაზე საუკეთესოა.

ერიქსენი ინტერს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტოტენჰემიდან შეუერთდა, თუმცა ჯერჯერობით ჩვეულ დონეზე თამაშს ვერ ახერხებს და ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება.

28 წლის ფეხბურთელმა ინტერის შემადგენლობაში 31 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ერიქსენს ძალიან ხშირად ვესაუბრები. მას ძალიან კარგად ვიცნობ და ჩემი აზრით ის თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა.

„მან თავის საყვარელ პოზიციაზე უნდა ითამაშოს, თუმცა ამას მე არ ვწყვეტ. იმედი მაქვს, რომ კრისტიანის ადაპტაცია ინტერში მალე დასრულდება და ის ჩვეულ სიმარლეებს დაუბრუნდება.“