Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიაერი:“ ეს გამარჯვება 3 ქულაზე მეტს ნიშნავს“

სიმონ კიაერმა ჯენოას დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ეს გამარჯვება 3 ქულაზე ბევრად მეტს ნიშნავს. ჩვენ საშინაო არენაზე ზედიზედ 7 მატჩში ვერ გავიმარჯვეთ, რაც მილანისთვის ნორმალური სულაც არ არის და დღეს ეს ცუდი სერია უნდა დაგვესრულებინა. ჩვენ დღეს გაგვიჭირდა და თამაშის დასრულება უფრო ადრე გვმართებდა, მაგრამ რაც მთავარია უმნიშვნელოვანესი ქულები მოვიპოვეთ.

„გაშვებული გოლი ? ხშირად ჩვენ ძალიან ცუდ გოლს ვუშვებთ და ეს სამწუხაროდ დღესაც მოხდა. ჩვენ ისეთი გოლი გავუშვით, რომელიც მილანს არ ეკადრება. წინ ჩვენ კიდევ 7 ფინალი გველოდება, რომლებშიც ქულათა მაქსიმუმი უნდა მოვიპოვოთ და მილანი იქ დავაბრუნოთ, სადაც მისი ადგილია.“