Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიაერი:“ ზედმეტად ბევრი შეცდომა დავუშვით“

მილანის უკანახაზელმა სიმონ კიაერმა ფიორენტინასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ფეხბურთი შეცდომებზე აგებული თამაშია, დღეს ჩვენ 4 დავუშვით, რაც სეზონში პირველად მოხდა და რაც ზედმეტად ბევრი გამოდგა. 4 გოლის გაშვება მცველისთვის ყოველთვის ძალიან მტკივნეულია.

„ჩვენ ამ მარცხისგანაც უნდა ვისწავლოთ და დაუღალავად მუშაობა გავაგრძელოთ. იმედია ეს შედეგი ჩვენთვის ერთგვარი კატალიზატორი იქნება, ჩვენ წინ რთული მატჩები გველოდება და უკეთესი შედეგებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

„რა გვითხრა პიოლიმ მატჩის შემდეგ ? მწვრთნელი, როგორც თითოეულ იჩვენგანი, მარცხის გამო დამწუხრებული იყო და ყველაფერი, რაც მან გვითხრა, მნიშნელოვანია. 4 გოლის გაშვება ამბიციური გუნდისთვის დაუშვებელია და ჩვენ ამ საკითხზე მუშაობა მოგვიწევს.“