Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიაერი:“ თავს შესანიშნავად ვგრძნობ“

სიმონ კიაერმა ბენევენტოსთან მატჩზე ისაუბრა, რომელიც 10-კაციანმა მილანმა 2 – 0 მოიგო და სატურნირო ცხრილის პირველი პოზიცია შეინარჩუნა.

დანიელი ფეხბურთელი როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო და მან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.

„თავს კარგად ვგრძნობ. ცოტა დაღლილი ვარ, რადგან უქმედ ყოფნის შემდეგ თამაში ყოველთვის უფრო რთულია, თუმცა მოედანზე თავს შესანიშნავად ვგრძნობდი.

„დღეს ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა, თუმცა ჩვენ ჩვენი მებრძოლი ხასიათი კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ. ბენევენტო კარგად თამაშობს და მოედანზე 10 კაცით დარჩენის შემდეგ იყო შანსი, რომ თამაშის სადავეები ხელიდან გაგვეშვა, თუმცა ჩვენ თამაშში დარჩენა და დამსახურებულად გამარჯვება მოვახერხეთ.

„ლეაო ? რაფა ოქროს ბიჭუნაა, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს, მაგრამ ის მენტალურად უფრო ძლიერი უნდა იყოს. მან იცის, რომ ყოველთვის წინ უნდა იყუროს და მიღწეული შედეგით არასოდეს დაკმაყოფილდეს.

„ჩვენ უკვე შევქმენით იმიჯი, რომ მილანს ყველა გუნდთან შეუძლია გამარჯვება. არ არსებობს გუნდი, რომელიც ჩვენზე ძლიერია. ჩვენ თითოეულ შეხვედრას ისე უნდა შევხვდეთ, თითქოს ის ფინალი იყოს და მოედანზე შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ.“

კიაერის გარეშე, მილანს კარი მშრალად არც ერთხელ არ შეუნახავს, მასთან ერთად კი გუნდმა 5 მატჩში მეტოქეებს გოლის გატანის საშუალება არ მისცა.