Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიაერი:“ იმედი მაქვს, კარიერას მილანში დავასრულებ“

სიმონ კიაერმა მილანის მიზნებზე და საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

„მე მილანში მაქსიმალურად დიდი ხანი მსურს დარჩენა. ჩემი ნება რომ იყოს, როსონერის რიგებში კარიერას დავასრულებდი, თუმცა არავინ არ იცის მომავალში რა მოხდება, ახლა მე აქ ყოფნით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ.“

იუვენტუსთან და ატალანტასთან მარცხის მიუხედავად, მილანი პირველ პოზიციას ინარჩუნებს.

„ჩვენ თითოეულ თამაშს სწორი მენტალიტეტით და იმ განწყობით უნდა მივუდგეთ, რომ ნებისმიერი მომდევნო შეხვედრა ფინალია. სკუდეტომდე გზა ჯერ ძალიან გრძელია, რომელზეც ურთულესი გამოცდები გველოდება.

„იუვენტუსი, ინტერი და ნაპოლი ძალიან კარგი ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებული და იმის მიუხედავად, რომ ისინი ამჟამად სატურნირო ცხრილში ჩვენზე უკან არიან, მილანს კონცენტრაციის დაკარგვის საშუალება არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პირველ ადგილს დავკარგავთ.“

რამდენად მნიშვნელოვანია ჯიჯო დონარუმას კარში ყოფნა დაცვისთვის ?

„ბოლო პერიოდში მან საგრძნობლად მოუმატა და მცველისთვის ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც კარს სანდო თანაგუნდელი იცავს. იცი, რომ ის ყოველთვის მზად არის დაგაზღვიოს და მცველს უფრო აგრესიულად თამაშის საშუალებას აძლევს.

„იბრა ? მის შესახებ საუბარი მიჭირს, ასეთ ადამიანს ჩემს კარიერაში არასოდეს შევხვედრილვარ. ასეთი ძლიერი მენტალობა და საქმისადმი მიდგომა უბრალოდ წარმოუდგენელია. მცველებისთვის იბრას და მანჯუკიჩის წინააღმდეგ თამაში ნამდვილად ურთულესი ამოცანა იქნება.“