Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიაერი:“ იმედი მქონდა, რომ პიოლი დარჩებოდა“

სიმონ კიაერმა სტეფანო პიოლიზე და მილანში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.

„2020 წელი ჩემთვის ძალიან წარმატებული და კარგი წელი გამოდგა და ფეხბურთის თამაშით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. ფიზიკა, გამოცდილება, ნიჭი, გუნდს ყველაფერი აქვს და ასე კარგად თავი არასოდეს მიგრძვნია.“

კიაერი მილანს იანვარში, ატალანტადან შეუერთდა.

„ბერგამოში გატარებულ პერიოდს ნეგატიურად ნამდვილად არ ვუყურებ. რაც ატალანტაში ხდებოდა ხველაფერი მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო. ვერავინ იტყვის, რომ მე იქ ცუდად ვითამაშე, რადგან მათი მაისური 6 თამაშში მოვირგე, სადაც 4 მოვიგეთ, 2 კი ფრედ დავასრულეთ.

„ფეხბურთელი ვალდებულია, რომ მიცემული შანსები გამოიყენოს და ვფიქრობ, რომ მე ეს გავაკეთე, მაგრამ შესაძლოა შენ მწვრთნელის ტაქტიკას ვერ მოერგო. გასპერინი ჩემთან ძალიან პირდაპირი იყო, მან მითხრა, რომ ახალი გუნდი მომეძებნა და საბედნიეროდ მილანი გამოჩნდა.

„მე ჩემს აგენტს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ თუ შანსი იქნებოდა, მილანში თამაში მსურდა და ეს დღეც დაადგა.

„პიოლი ? მან მე ჩემი მილანში ყოფნის პირველივე დღეს რჩევა მკითხა, თუ როგორ ვხედავდი გუნდის დაცვას და როგორ შემეძლო მე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალურად კარგად გამოვლენა. მან მე ამით ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადა, რომელსაც დღესაც ვგრძნობ.

„ჩემთვის ის შესანიშნავი მწვრთნელია როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა, მაგრამ ყველაზე მეტად მან მე როგორც ადამიანმა ისე გამაკვირვა. მას პირველ რიგში აინტერესებს, თუ როგორ ხარ შენ პიროვნულად და სპორტული მხარით მხოლოდ ამის შემდეგ ინტერესდება.

„გასული სეზონის ბოლოს იყო ძალიან ცუდი სიტუაცია, როდესაც პიოლი მილანიდან წასვლასთან იყო ახლოს. ჩვენ მხოლოდ ის შეგვეძლო, რომ მოედანზე მაქსიმალურად კარგი თამაში გვეჩვენებინდა და იმედი გვქონდა, რომ მას გუნდში დატოვებდნენ, რაც საბედნიეროდ ასეც მოხდა

„მე ძალიან ამაყი ვარ, რომ მილანში თამაშის საშუალება მაქვს, მაგრამ ამავდროულად ვიცი, რომ მოედანზე გატარებული თითოეული წუთი უნდა ვამტკიცო, რომ აქ ყოფნის ღირსი ვარ.“

კიაერის კონტრაქტი 2022 წელს იწურება, თუმცა მას იმედი აქვს, რომ მილანში დიდი ხანი დარჩება.

„იმედი მაქვს, რომ მილანში კიდევ დიდი ხანი დავრჩები. მე მოდუნებას არ ვაპირებ, რადგან მე ახლა ვარ გუნდში, სადაც კარიერის ბოლომდე ყოფნა მსურს და მზად ვარ ამისთვის დაუღალავად ვიშრომო. ეს ჩემი ამბიცია და მიზანია რომ ვნახო, თუ რამდენი ხანი შევძლებ როსონერიში დარჩენას. ასევე ვიცი, რომ თუ ასე თამაშს კონტრაქტის ბოლომდე მოვახერხებ, ახალ კონტრაქტსაც დავიმსახურებ.

„შეუძლია თუ არა მილანს სკუდეტოს მოგება ? რა თქმა უნდა, ჩვენ ამის გვჯერა და ამისთვის ვიბრძვით, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებთ, რომ იქამდე ძალიან ბევრი გვაკლია. მილანის რიგებში სკუდეტოს მოგება ჩემს კარიერაში უდიდესი მიღწევა იქნება.“