Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიაერი:“ მე უფრო ძლიერი დავბრუნდები“

მილანის ერთ-ერთმა ლიდერმა სიმონ კიაერმა, რომელიც გუნდს ტრავმის გამო სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება, დანიურ TV2 Sporten-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„როგორია მილანში თამაში ? მილანი არის გუნდი, სადაც თამაშიც ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ადგილი, სადაც ჩემი როლი როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა შემეფერება. მე ჩემი თანაგუნდელებისგან და მწვრთნელისგან ძალიან დიდ თავდაჯერებულობას ვიღებ, რასაც ქომაგების სიყვარული ემატება და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ როსონერის რიგებში უბედნიერესი ვარ.

„მილანში ცხოვრება ? მილანი დიდებული ქალაქია, სადაც ცხოვრებაზე და თამაშზე დიდი ხანი ვოცნებობდი. მე ჩემს აგენტს ჯერ კიდევ პალერმოში ყოფნის დროს ვუთხარი, რომ ერთ დღეს როსონერის მაისურით აუცილებლად ვითამაშებდი.

„მე მილანმა 2 წლის წინ გამოცდილების გამო ამიყვანა, ეს იყო ჩემი შანსი, რომ სურვილი ამეხდინა და ვფიქრობ, რომ გუნდს იმედები არ გავუცრუე. ჩვენ მოვახერხეთ, რომ მილანი ჩემპიონთა ლიგაზე დაგვებრუნებინა, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, რადგან გუნდი და მისი ქომაგები გაცილებით მეტს იმსახირებენ. მე ჩემს კარიერაში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობდი, თუმცა ვფიქრობ, რომ განვითარება თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია.

„ტრავმა ? სამწუხაროდ მე წელი მუხლის სერიოზული ტრავმით დავასრულე. კარიერაში ასეთი რთული ტრავმა არასოდეს მიმიღია და მისი გადატანა ძალიან რთულია, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია და ვერაფერს ვიზავთ.

„ახლა, როდესაც ტრავმა მივიღე, მე დაუღალავად ვმუშაობ, რომ მოედანზე უმოკლეს დროში დავბრუნდე და გპირდებით, რომ მე უფრო ძლიერი ვიქნები, ვიდრე ტრავმამდე.“