Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიაერი მილანის კაპიტანი ხდება ?

კრისტიან ერიქსენის ინციდენტში სამაგალითო საქციელის შემდეგ მილანის ქომაგები დანიელი ფეხბურთელისთვის გუნდის კაპიტნის სამკლაურის გადაცემას ითხოვენ და ტვიტერზე #KjaerCapitano უკვე ტრენდებშია.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ალესიო რომანიოლის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, რომელიც გუნდს დიდი ალბათობით სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს, როსონერი კაპიტნის საკითხს სეზონის წინა მოსამზადებელ პერიოდში გადაწყვეტს, რომელიც 8 ივლისს დაიწყება. კაპიტნის კანდიდატურად გუნდში კიაერის გარდა იბრაჰიმოვიჩს, კესის და კალაბრიას განიხილავენ.