Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიაერი:“ მილანმა ძლიერი იდენტობა გამოავლინა“

სიმონ კიაერმა მანჩესტერთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ. ჩვენ კარგი თამაში ჩავატარეთ, გუნდის ძლიერი იდენტობა და ხასიათი გამოვავლინეთ, თამაშში ვდომინირებდით და რომ არა მსაჯის შეცდომა, გავიმარჯვებდით კიდეც. კესის გოლი არ უნდა გაუქმებულიყო.

„მანჩესტერს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, თუმცა ჩვენი მებრძოლი ხასიათის დახმარებით მოვახერხეთ და იმ დანაკლისის ფონზე, რომელიც გუნდს აქვს, ძალიან კარგად ვითამაშეთ.

„წინ კიდევ ერთი ურთულესი შეხვედრა გველოდება და ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის, თუმცა ახლა სერია ა-ს მატჩზე უნდა ვიფიქროთ.“