Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

კიაერი:“ მილანს ჯერჯერობით არაფრისთვის არ მიუღწევია“

სიმონ კიაერმა ევროპა ლიგის მატჩის წინ, რომელიც ხვალ, ლილის წინააღმდეგ გაიმართება, პრესკონფერენციაზე ისაუბრა. დანიელი ფეხბურთელი თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

„ლილის შემადგენლობაში ძალიან კარგი ორი წელი გავატარე. ამ გუნდში ძალიან გავიზარდე და რაც მთავარია, სწორედ საფრანგეთში ყოფნის გაჩნდა ჩემი პირველი შვილი, ამიტომ ამ გუნდთან ძალიან თბილი მოგონებები მაკავშირებს.

„ახლა გუნდი ძალიან შეიცვალა, თუმცა ლილის ფეხბურთელები ყოველთვის უმაღლეს დონეზე თამაშობენ, გუნდი კი ყოველთვის ორგანიზებულია. მათ წინააღმდეგ თამაში დიდი სიამოვნებაა.“

პიოლი როტაციას ხშირად მიმართავს, თუმცა კიაერი ერთ-ერთი შეუცვლელი ფეხბურთელია.

„მე, როგორც სხვა დანარჩენებს, მოედანზე ყოფნა მსურს. თავს მოედანზე უფრო უკეთ ვგრძნობ, ვიდრე მის გარეთ. გუნდში თითოეულ ფეხბურთელს კარგი ფიზიკური კონდიციები აქვს და ჩვენ მზად ვართ, რომ მწვრთნელის მითითებები ბოლომდე შევასრულოთ. კარგი ფორმის მიუხედავად, ჩვენ ჯერჯერობით არაფრისთვის არ მიგვწიღწევია და მნიშვნელოვანია, რომ ასე გავაგრძლოთ.

„სკუდეტო ? ჩვენ ძალიან კარგი პერიოდი გვიდგას. გუნდი ძალიან განვითარდა და აშკარაა, რომ მილანს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ დადებული შედეგებით კმაყოფილები ვართ, თუმცა იმის შესახებ, თუ რა იქნება 6 თვის შემდეგ, საუბარი ახლა უადგილოა.

„იბრა ? მის გუნდში ყოფნას თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ. ის ძალიან სერიოზული და პროფესიონალი პიროვნებაა, რომლის ერთადერთი მიზანიც ნებისმიერ მატჩში გამარჯვებაა. ჩვენ ყველას გვსურს, რომ მისი მიდგომა, მოტივაცია და მენტალიტეტი გავიზიაროთ.“