Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიაერი მომდევნო 2 მატჩში არ ითამაშებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, სიმონ კიაერს სერია ა-ს მომდევნო 2 მატჩის გამოტოვება მოუწევს და ის მოედანს ჩემპიონთა ლიგაზე, ატლეტიკოსთან მატჩში დაუბრუნდება.

დანიელმა ფეხბურთელმა ტრავმა იუვენტუსთან შეხვედრის მსვლელობისას მიიღო და საბედნიეროდ მას კუნთის დაზიანება არ დაუდასტურდა, თუმცა ფეხბურთელს დასვენება სჭირდება, ამიტომ მომდევნო 2 შეხვედრას ვენეციასა და სპეციას შორის გამოტოვებს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სიმონი სტეფანო პიოლის განკარგულებაში 28 სექტემბერს, ატლეტიკოსთან მატჩში დაბრუნდება.