Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კიაერი:“ რონალდუს წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა“

სიმონ კიაერმა იუვენტუსთან მოახლოებული მატჩის წინ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა, რომელიც ასაკის მიუხედავად კვლავ დიდებულ ფორმაშია და მის ანგარიშზე სერია ა-ში უკვე 27 გოლია.

„მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა. 11-12 წლის წინ მისი თამაშის სტილი სრულიად განსხვავდებოდა, თუმცა კრიშტიანუ ყოველთვის გამორჩეული ჩემპიონი იყო და ამის განხილვას აზრი არ აქვს.

„ის გოლისთვის ცოცხლობს, მას არ ადარდებს რომელი წუთია და რა ანგარიშია, კრიშტიანუს ნებისმიერ მომენტში მაქსიმუმის გაკეთება უნდა. სწორედ ამიტომ არის ის საუკეთესო ფეხბურთელი ბოლო 10-15 წლის განმავლობაში.“